ინტელის ტრენინგის ბოლო დღე! ყველა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი, თითოეული მათგანი დამატებით ცოდნის მომცემი და ნამდვილად საინტერესო იყო!
უამრავი რამ ვისწავლე ამ ტრენინგის მეშვეობით, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს ნინო მარღიშვილს! ვფიქრობ მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ ჩვენი მოსწავლეები პასუხობდნენ 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, იყვნენ მოტივირებულები, ისწავლონ ხალისით, ასევე დამეხმარება მაქსიმალურად წარმატებით შევძლო პროცესში სპეციალური საჭირეობის მქონე მოსწავლეების ჩართვა.. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც გავიარე ამ მართლაც საინტერესო და მრავლისმომცემი ტრენინგის კურსი! :)
Sunday, March 13, 2016
Saturday, March 12, 2016
მერვე დღე
დღეს ვისწავლეთ მოსწავლის დამხმარე რეასურსის შექმნა, რომელიც დაგვეხმარება პროექტში აქტიურად ჩავრთოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება. ჩემთვის პირადად ძალიან შრომატევადი და ბევრის მომცემი დღე იყო :)
Tuesday, March 8, 2016
მეშვიდე დღე
დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების დეტელურად გაწერა.ვიმუშავეთ სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან მუშაობის სპეციფიკაზე, რაც მნიშვნელოვანია რათა ისინი სრულფასოვნად ჩაერთონ პროექტის მომზადების ასევე პრეზენტაციის პროცესში. როგორც ყოველთვის ეს დღეც ბევრის მომცემი და ნაყოფიერი იყო :)
Sunday, March 6, 2016
მეექვსე დღე
დღეს დავასრულეთ მოსწავლის ნიმუშზე მუშაობა. დავამზადე პროექტის პრეზენტაცია და ბუკლეტი. ვეცადე მუშაობის პროცესში ეს ყველაფერი დამენახა მოსწავლის თვალით...გავეცანით მოდულს- მოსწავლეთა პროექტების შეფასება, გავეცანით შეფასების სქემას, გავაკეთეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია.. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში და დავიწყეთ სასწავლო პროცედურების დაგეგმვა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმ მისაღწევი მიზნისათვის, რომელიც დავსახეთ პროექტის დაწყებამდე. ვფიქრობ დროში ზუსტად გაწერილი გეგმა ნამდვილად დამეხმარება ამაში... :)
Saturday, March 5, 2016
მეხუთე დღე
დღეს განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეთ რესურსები და გამოვიყენოთ ისინი საავტორო უფლებების დაცვით. ასევე ვიმსჯელეთ, თუ როგორ ავუხსნათ და გავაცნობიერებინოთ ეს ყოველივე მოსწავლეებს, რათა მათ რესურსების მოძიებისას არ დაარღვიონ ეთიკის ნორმები და საავტორო უფლებები, ასევე ვისწავლეთ ბლოგზე სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა. დიზაინის შეცვლა.
დავიწყეთ მოსწავლისათვის პროექტის ნიმუშის შექმნა. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო..
დავიწყეთ მოსწავლისათვის პროექტის ნიმუშის შექმნა. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო..
Friday, March 4, 2016
Sunday, February 28, 2016
მეოთხე დღე
ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე იყო! ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს და გააჩენს სურვილს მოსწავლეთა მხრიდან აქტიურად ჩაერთონ პროცესში. განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები. ვისწავლეთ თუ როდის და როგორ ვიყენებთ თითოეულ მათგანს.
Saturday, February 27, 2016
მესამე დღე
ვიმუშავეთ მშობლებისათვის საინფორმაციო ბუკლეტების დამზადებასა და დიზაინზე. ასევე ვიმუშავეთ საგნის სტანდარტებსა და ინდიკატორებზე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.
ვფიქრობ დღევენდელი დღე ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნების სწორად ფორმულირებაში.
ვფიქრობ დღევენდელი დღე ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნების სწორად ფორმულირებაში.
Sunday, February 21, 2016
მეორე დღე
ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო...გავეცანით ჯგუფის წევრების რეფლექსიებს და გავაკეთეთ კომენტარები, გავეცანით სამოდელო რესურსებს სადანაც უამრავი საინტერესო იდეის გამოყენება იქნება შესაძლებელი.
Saturday, February 20, 2016
პირველი დღე
ვფიქრობ ტრენინგი მომცემს საშუალებას ვიაზროვნო კრიტიკულად დავამყარო მეტი კომუნიკაცია, შევძლო მოსწავლეებს განვუვითარო სოციალურ-კულტურული უნარ-ჩვევები, ასევე ვფიქრობ ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩემთვის შესაძლებელი იქნება ინოვაციური იდეების რეალიზება, მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა
Subscribe to:
Posts (Atom)