Sunday, February 28, 2016
მეოთხე დღე
ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე იყო! ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს და გააჩენს სურვილს მოსწავლეთა მხრიდან აქტიურად ჩაერთონ პროცესში. განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები. ვისწავლეთ თუ როდის და როგორ ვიყენებთ თითოეულ მათგანს.
Saturday, February 27, 2016
მესამე დღე
ვიმუშავეთ მშობლებისათვის საინფორმაციო ბუკლეტების დამზადებასა და დიზაინზე. ასევე ვიმუშავეთ საგნის სტანდარტებსა და ინდიკატორებზე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.
ვფიქრობ დღევენდელი დღე ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნების სწორად ფორმულირებაში.
ვფიქრობ დღევენდელი დღე ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნების სწორად ფორმულირებაში.
Sunday, February 21, 2016
მეორე დღე
ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო...გავეცანით ჯგუფის წევრების რეფლექსიებს და გავაკეთეთ კომენტარები, გავეცანით სამოდელო რესურსებს სადანაც უამრავი საინტერესო იდეის გამოყენება იქნება შესაძლებელი.
Saturday, February 20, 2016
პირველი დღე
ვფიქრობ ტრენინგი მომცემს საშუალებას ვიაზროვნო კრიტიკულად დავამყარო მეტი კომუნიკაცია, შევძლო მოსწავლეებს განვუვითარო სოციალურ-კულტურული უნარ-ჩვევები, ასევე ვფიქრობ ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩემთვის შესაძლებელი იქნება ინოვაციური იდეების რეალიზება, მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა
Subscribe to:
Posts (Atom)